რელიგია
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს

 საქართველო, 6 პრილი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს.

არის შემთხვევები, როცა პატრიარქი და მოსაყდრე არ ბრძანდება სამების საკათედრო ტაძარში და იმყოფებიან საპატრიარქოში. დღესაც წირვა საპატრიარქოს პატარა ტაძარში ჩატარდა. პატრიარქს ჯანმრთლობის პრობლემა არ აქვს. ის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ხვალ კი, სამების საკათედრო ტაძარში 16:000 საათზე ლოცვა დაიწყება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ დასწრებია. ტაძარში არც მეუფეები იმყოფებოდნენ. მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა.