აქტუალური
რას ელ ხაიმას საინვესტიციო ფონდი „Ras Al Khaimah Investment Authority“ (RAKIA) მოლაპარაკებებს აწარმოებს „APM Terminals“-თან ფოთის პორტის აქციების 80 პროცენტის მიყიდვის თაობაზე, – განუცხადა „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ საქართველოს მთავრობიდან.
სამთავრობო წყარომ „როიტერს“, ასევე, განუცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებაზე ვეტოს უფლების მქონე საქართველოს მთავრობა ჩართულია მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღეში დასრულდეს.
„RAKIA“-მ კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო „APM Terminals“-მა გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა“, – იტყობინება „როიტერი“.
„RAKIA“-მ ფოთის პორტის საკონტროლო პაკეტი 2008 წლის აპრილში შეიძინა 90 მილიონ აშშ დოლარად და ფოთში 300 ჰა მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება დაიწყო. მოგვიანებით, იმავე წელს, „RAKIA“-მ 65 მილიონ აშშ დოლარად სახელმწიფოსგან ფოთის პორტის აქციების დარჩენილი 49 პროცენტიც შეიძინა.