რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო ისწრაფვის დასავლეთისკენ, საიდანაც ქართველები საქართველოში გამორბიან?!

     იმაზე, რასაც ახლა ვიტყვი, საქართველოში ღიად საუბარი მიუღებელია: შერჩევითად კრიტიკული ქართული მედია, რომელიც „ქვემეხებს ბეღურებს ესვრის“ (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სკანდალურ პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს), ამ მიმართულებით არც კი იხედება; ამის შესახებ კრინტს არ ძრავს სააკაშვილი-ბურჯანაძის ერთიანი ოპოზიცია, რომლის ნათრევ პოლიტიკურ სხეულზე დაღის დასასმელი ადგილიც აღარ დარჩა და რომელიც უშიშრადააშკარაებს მარტო ხელისუფლებას; დუმს თავად საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც დასავლელი ელჩების - მენტორებმუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფება; მდიდარ მედიამფლობელებსდა სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს არ სურთ რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარ კეთილდღეობა და ურთიერთობა გაფუჭონ დასავლელ ზედამხედველებთან, რათა არ მოხვდნენ არასაიმედოთა "შავ სიაში" და დაკარგონ ბიზნეს-თანამდებობები; ღარიბთა და უმუშევართ კი ეშინიაზედმეტითქმის და შიმშილით სიკვდილის, სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური სამედიცინო და მატერიალური დახმარების გარეშე...

     ადამიანის ფსიქიკაზე გამიზნულმა მასშტაბიანმა სპეცოპერაციამ "კორონავირუსი", ისევე, როგორც 30 წლის წინ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ იმავე სერიიდან "სსრკ-ლიკვიდაცია“, ხელახლა დააფორმატა ჩიხში გაჭედილი მსოფლიო. გადატვირთვის შემდეგ ის ახალი მეფეებითა და მათხოვრებით გამოჩნდება, რომლებიც უბრალოდ შეიცვლიან ადგილებს; ასევე გაქარწყლებული პრიმიტიულ მითებით - COVID 19 პანდემიისა და მისგან გადამრჩენელი ნიღბების შესახებ, გლობალური დათბობისა და წყალდიდობის შესახებ, ნავთობის შესახებ, რომელიც ამოიწურება 50 წლის შემდეგ და ამიტომ ოქროზე ძვირია!

თუმცა ამაზე დაე „დიდმა რეჟისორებმა იფიქრონ - სიბრიყვეა, მცირერიცხოვანმა ქართველმა ხალხმა პატარა ქართულ სახელმწიფოში, მათი გეგმები ამოცნობაზე ვიფიქროთ, ანდა, რაც უფრო სასაცილოა, მათი შეცვლა მოვინდომოთ. მართლმადიდებელ ქართველს, წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით, მხოლოდ ღმერთის და საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, დაამუშაოს დალოცვილი ქართული მიწა და შესვას ქართული წყალი ღვინის მსგავსად, რომელიც დღეს უფრო ძვირია, ვიდრე ნავთობი!

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც კონსპიროლოგიური თეორიების პროპაგანდის მძლავრი ტალღის პირობებში (მასობრივი ვაქცინაცია - ჩიპების ჩანერგვა - მართული კაცობრიობა - G5 ანტენები - მსოფლიო მთავრობის შეთქმულება და ვით არმაგედონი მეორემოსვლამდე) შეძლეს ვთის რწმენისა და საღი აზრის შენარჩუნება, ესმით, რომ თითქმის მუქთად შეძენილ აქციებსა და კომპანიებთან ერთად, ანგლოსაქსებისვალის“ ხარჯზე საქართველოსაბოლოოდ ისაკუთრებენ. და რომ მოსყიდული ქართველების მწირი ნაწილი, ვინც მიღება-ჩაბარების აქტს აფორმებს, ზღაპრულად გამდიდრდა "კორონავირუსზე". პოლიტკორექტული რევერანსების დრო წარსულს ჩაბარდა - საქართველოში აშშ-ელჩმა ღიად განაცხადა, რომ ამერიკამ იმდენი ფული ჩაიდო საქართველოში, რომ სურს დაინახოს შედეგი, ისი უფლებაც აქვს!

     საიდუმლო არავისთვის არის, რომ საქართველოში ორი პრეზიდენტია და ორივე ქალია: ფიქტიური, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სალომე ზურაბიშვილი, და ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი კელი დეგანი. და სანამ პირველი თვიზოლაციაში ლობიოს მიირთმევს, მეორე თავქუდმოგლეჯილი დარბის: ხან თავის სახლში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაკრებს (სააკაშვილის პარტიის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ბრბო) იბარებს და, ხელების გადაგრეხვით, აიძულებს უმრავლესობას, დაუთმოს უმცირესობას; გასულ კვირას კი, მებრძოლმა დეგნანმა, თავის დე-ფაქტო მოადგილესთან - საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ერთად - ხელისუფლება ვიდეოთათბირზე გამოიძახა, რათა გადაემოწმებინა, ხომ არ დაავიწყდა პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანს სააკაშვილის წინაშე ხელმოწერილი კაპიტულაციური აქტის შესახებ?! იმავე დღეს, ხაკისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი პატარა კელი ესტუმრა საოკუპაციო ხაზს, სადაც, კოსტუმის შესაფერისი უზარმაზარი სამხედრო ბინოკლით ათვალიერებდა რუსეთის სამხედრო ბაზას. მას თან ახლდა მინისტრის, სუს-ის ხელმძღვანელებისა და სხვა ოფიციალური პირებისგან შემდგარი დიდი ამალა - ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომლებიც იგივე ბინოკლით ათვალიერებდნენ რუსი მესაზღვრეების ბაზას ცხინვალის რეგიონში.

სინამდვილეში, ამას ჯაშუშობა ჰქვია, მაგრამ ერთი საკითხია, როდესაც ამას აკეთებს დავით ქაცარავა, რომელიც თავის თანამზრახველებთან ერთად პერიოდულად იხდის შარვალს და რუს მესაზღვრეებს შიშველი უკანალებით „აცდუნებს“, და სულ სხვაა - აშშ–ის ელჩი. დეგნანს არ განუმარტავს თავისი ქმედებების აზრი - წარმოთქვა ტრაფარეტული ტირადა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს 2008 წლის მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, და ასევე დაგმო რუსეთი, ცხინვალი, ჰაკერები „და კიდევ ვიღაც“ (ქარაგმულად მიანიშნა რა ჩინეთზე) ლუგარის ლაბორატორიის მისამართით დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

მანამდე ერთი დღით ადრე კი ქალბატონმა ელჩმა კიდევ ერთი მადლობა გადაუხადა - ამჯერად ქართულ არმიას, რომელმაც გაამართლა ამერიკის მიერ მასზე დამყარებული იმედები და “იცავს” (ალბათ იგულისხმა ამერიკული სამხედრო ბაზა ავღანეთში). დაუღალავმა დეგნანმა მადლობა საქართველოში უკვე ყველას გადაუხადა, ზოგს - ორჯერაც კი, ალბათ მხოლოდ ქართული ყურძენისთვის დარჩა მადლობა გადასახდელი - იმისთვის, რომ მისგან ღვინოს წურავენ! სადღაც შეიძლება გავუგოთ სულელ პროვოკატორ ქაცარავას - ის, ასეა თუ ისე, ქართველია, თუმცა ნაციონალ-სააკაშისტი, მაგრამ განა იოლია იმის დაჯერება, რომ ამერიკელ უფრო მეტად შესტკივა გული საქართველოზე, ვიდრე ქართველებს?! ემთხვევა კი აშშ–ის ელჩის მოქმედებები საქართველოში აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას? რომელსაც ამერიკისთვის საუკეთესო დროსაც კი არასოდეს გახსენებია აფხაზეთი და სამაჩაბლო, ხოლო პანდემიისას, რომელშიც აშშ, როგორც ყველგან, პირველ ადგილზეა, სულაც არ სცხელა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის!

   ასეა თუ ისე, ახალი რეალიები კარნახობს ახალ პრიორიტეტებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში და რაც არ უნდა გადაავადოს საქართველოს ხელმძღვანელობაეს მომენტი სამომავლოდ, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში პრიორიტეტების გადახედვა მაინც მოუწევს. სხვადასხვა დარგის ექსპერტთა ჯგუფმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, უნდა შეიმუშავონ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანისა და ახლო მომავლში განვითარების გეგმა.

მას შემდეგ, რაც გაღატაკებული, დაღლილი, დამცირებული და დაავადებული ქართველები გაუთავებელი რეისებით დასავლეთიდან უკან, სამშობლოში გამორბიან, იმის მომიზეზება, რომ “დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ალტერნატივო ევროატლანტიკურკურსნატო-სა და ევროკავშირში გაწევრებისკენ გადახედვას არ ექვემდებარება”, არა არტო არასერიოზულად გამოიყურება, არამედ შეშლილის ბოდვას ჰგავს. ხოლო ამერიკული Javelin-სა და ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დახარჯული ასობით მილიონი დოლარით შეიძლებოდა ათ-ათი ტესტის ყიდვა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ათობით ჰოსპიტლის აშენება-აღჭურვა ათასობით საწოლითა და ფილტვების ხელოვნური სავენტილაციო აპარატით! მაშასადამე, საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა სჭირდება?

   რაც შეეხება საშინაო პოლიტიკის რეფორმას: პირველ რიგში, საქართველომ უნდა მიბაძოს ისრაელის მაგალითს და, როგორც ურჩია კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მაღალანაზღაურებადი საოფისმუშაკთა კლასი, მთელი დღეები უსაქმურობისგან ყავრომ სვამს და ფრჩხილებს პრიალებს, ასევე ქართველი გასტარბაიტერების კლასი, რომელიც წელებზე ფეხებს იდგამს უცხოეთში დაბალკვალიფიკაციურ სამუშაოზე, და ზოგჯერ ფულს პროსტიტუციითა და ქურდობითაც შულობენ, სამუდამოდ უნდა გაქრეს - ყველა უნდა გაეშუროს მინდორში, ფერმებსა და ბოსტნებში, სამამულო პროდუქტის საწარმოებ! ხოლო უცხოურ მივლინებებში უნდა იარონ კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლებმა, სპორტსმენებმა და ქართველმა ტურისტებმა - კონფერენციებზე, შეჯინრებებზე, დასასვენებლად, და არა - ყველამ, ვინც 200 ევრო იშიოვა! ამიტომ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოყენებული ევროპული ფორმულა - ფულადი დახმარება, რათა ხალხმა არ იმუშაოს - არ აწარმოოს სამამულო პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, საქართველოსთვის არ გამოდგება.

ასევე, არ იმუშავებს სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ბიზნესის სუბსიდირების სტრატეგია, რომლის საფუძველზეც შედგენილია პრემიერ-მინისტრი გახარიას მიერ წარმოდგენილი კრიზისის დაძლევის გეგმა - რაც მეტი იქნება დახმარება, მით უფრო დიდი რაოდენობით გაჰყვება ქარს დახმარების თანხები - უნიჭოდ იქნება გამოყენებული, არადანიშნულებისამებრ და დატაცებულიც კი! შედეგად, ისინი ვერ მიაღწევენ ხალხამდე, ისევე როგორც კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის სახსრები, მათ შორის ივანიშვილის მიერ გადარიცხული 100 მილიონი ლარი. სახელმწიფოს მიერ კერძო ბიზნესის სუბსიდირების სტრატეგიის ნაცვლად, საქართველოში იმუშავებს მხოლოდ ცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელმაც საშუალება მისცა ოდესღაც ღატაკ ჩინეთსა და ვიეტნამს მოეხდინა ეკონომიკური სასწაული და გაენადგურებინა კორონავირუსი.

(გაგრძელება იქნება)

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 4 მაისი
საქართველო, თბილისი