სამართალი
რა დაკარგა ვარშავამ რუსოფობიური პოლიტიკის გამო (ინფორმაცია განსჯისათვის ოფიციალური თბილისისთვის)

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. „რუსული საფრთხის მითი გამოიყენება იარაღის შეძენის საბაბით სხვა ქვეყნებში ფულადი სახსრების გასატანად!”, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა კონსულტანტმა მარიუ შვიდერმა. ”ვარშავის რუსოფობიური პოლიტიკის გამო, პოლონეთმა დაკარგა რუსული მარცვლეულის და ენერგომატარებლების ექსპორტის უზარმაზარი მოცულობ”, - დასძინა მან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი კონსულტანტის, მარიუშ შვიდერის თქმით, რუსეთი პოლონეთისთვის საჭირო რესურსებისა და მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია. ხოლო პოლონეთი რუსეთს მიჰყიდდა დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, ხორცსა და ასევე სამრეწველო პროდუქტებს. თუმცა, ვარშავის რუსოფობიურმა პოლიტიკამ პოლონეთს ადგილი დააკარგვინა რუსეთის ბაზარზე. და ის მაშინვე დაიკავეს ბელარუსმა, გერმანიამ, ისრაელმა და აშშ-მაც კი.