საზოგადოება
თბილისში დადასტურდა კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. თბილისში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ჯერ დაუდგენელია.

​„ხუთივე ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება და არც ერთი მათგანის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კვლევა და ერთ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ინფიცირების წყაროს მივაკვლევთ“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.