პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: არ არსებობს საკითხი, რომელიც მოსკოვთან ვერ მოგვარდება

     იმისდა მიუხედავად, რომ მან არაერთხელ გააკეთა კომენტარი ამ თემებზე, ჩვენ კვლავ დავურეკეთ ქართველ პოლიტოლოგს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ცნობილ ექსპერტს, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმიმთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

     - ბატონო არნო, დღეს მინდა დაგისვათ მხოლოდ ერთი შეკითხვა, რომელიც ჩვენს მკითხველს აინტერესებს და რაც ასევე აქტუალურია უკრაინისთვის. ეს ეხება ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან: უარყოფითი ფონისა და გამუდმებული ორმხრივი კრიტიკის მიუხედავად, ასაც ქართულ მხარეს, როგორც ვხედავთ, ღიად და არაკორექტულად აიძულებენ დასავლელპარტნიორები, უფრო ზუსტად, ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფი და ე.წ. ახალი ევროპის ქვეყნები - ალტიისპირეთის და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნები. თუმცა, როდესაც საქმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, პანდემიის დროს ურთიერთდახმარებას, ვაჭრობას, ტურიზმს, ენერგეტიკს, ინვესტიციებს, ფულად გზავნილებსა და სატრანსპორტო მიმოსვლას, ანუ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ფეროებს ეხება, მოსკოვსა და თბილისს შორის ყველაფერი ვითარდება სრულ ჰარმონიაში - საქმიანად და შეუფერხებლად. ზოგჯერ, თვალებს რომ დახუჭავ, გეჩვენება, თითქოს აგვისტოს ომი არ ყოფილა, არ არის დაკარგული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, სადაც რუსეთის ბაზები დგას, არ არსებობს ლუგარის ლაბორატორია და დახურული ცა, მაგრამ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები და თბილისში რუსეთის ფედერაციის სტუმართმოყვარე საელჩო, რომელიც კულტურის, განათლებისა და თანამემამულეების საკითხების კოორდინაციას ახდენს.

თქვენი აზრით, როდის დასრულდება ასეთი აბსურდული ვითარება?!

- სადაც არის კომუნიკაცია - შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, კულტურის სამინისტროს ხაზით და სხვ., დიახ, მართალი ხართ, იქ ჩვენ მყარი თანამშრომლბა გვაკავშირებს. ხოლო ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების მოგვარებით არავინ არის დაკავებული, აბა როგორ დაიძრება არსებული ვითარება მკვდარი წერტილიდან?! აი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციით კი ყველა არის დაკავებული, დღედაღამ და ორივე მხრიდან, ამიტომ უკვე სექტემბერში ჩვენთან ნატო-ს საერთაშორისო წვრთნები ჩატარდება! საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის "წითელი ხაზია" დაწესებული, რომლის გადაკვეთაც მკაცრად აკრძალულია, ანუ რუსეთ-საქართველოს მეგობრობის რენესანსს ტაბუ დაედო. თუმცა, „არც ისე წვიმს, როგორც ქუხს“ - ამ ტაბუს გადალახვა გაცილებით იოლია, ვიდრე გვგონია, სურვილი იყოს და ...

   რაც შეეხება რუსულ მხარეს, ის არანაკლებ ილუზიებშია, ვიდრე ქართული. თბილისში ხომ მართლაც ჰგონიათ, რომ პუტინი დღე და ღამე საქართველოს ბედ-იღბალზე ფიქრობს! და ღრმად ცდებიან - ისევე, როგორც რუსი ჩინოვნიკები, რომლებიც თვლიან, რომ ქართველები რუსეთს მხოლოდ უნდა ენდობოდნენ, თანაც თვალდახუჭული, უსიტყვოდ! ფულის დახარჯვა საქართველოში რუსული კულტურისა და რუსული ენის პოპულარიზაციისთვის მოსკოველ ქვაწვია მაღალჩინოსნებს არ სურთ, ასევე არ სურთ ხეირისა და პერსპექტივების რეკლამირება, რომლებიც გაიღება ქართველი ახალგაზრდებისთვის, თუ ინგლისურის გარდა, ცოტ-ცოტას თავიანთ დიდ მეზობელსაც შეიმეცნებს. საქართველოში, რუსული მხარდაჭერის გარეშე, დაიხურა მრავალწლიანი ისტორიის მქონე რუსულენოვანი მედია, ხოლო რუსული მედია მუშაობს პრინციპით „არც მწვადი დაწვა, არც შამფური“. რუს და ქართველ ახალგაზრდებს არ აქვთ კონტაქტი, და ამავე დროს არავინ უშლის ხელს ქართულ ტელეარხებს მტრობის გაღვივებას - აქაოდა, თუ ქართველი ხარ, მოკალი პრორუსი, რუსეთი მტერი და ოკუპანტია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სვამს ქართულ სისხლს! ხანდაზმული თაობა კი, რომელიც მცირედ მაინც მოსწრებია სსრკ-ს, თანდათან მიდის... ამბობენ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს რაღაც რუსული ფონდები - ეს წმიდა წყლის ბლეფი და ფულის გათეთრებაა! უბრალოდ, მოსკოვში ვიღაც იღებს მსუყე ატკატებს, სულ ესაა მათი საგანმანათლებლო თუ ჯაშუშური საქმიანობა.

   მაშ, საიდან დაესიზმრებათ ჩვენს შვილებს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ და იმეგობრონ რუსებთან?! რომ მოსკოვთან შესაძლებელია შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე?! რომ რუსები არ არიან მთვრალი დათვები და ველური ვიკინგები?! ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ ვიცი, რასაც ვამბობ - არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც მოსკოვთან შეუძლებელია! უბრალოდ საჭიროა ხშირი ურთიერთობა და თანამოსაუბრის ცოდნა, მისი ინტერესების გათვალისწინება - ეს არის თავიც და ბოლოც, სხვა ტაკტიკა და დიპლიმატია აქ არ არსებობს! საჭიროა პრობლემის მისი თვალით დანახვა, მით უფრო მაშინ, როდესაც ის რუსია, რომელთანაც, ავად თუ კარგად, საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით!

ეს სულაც არ ნიშნავს ზღაპრული სუფრის გაშლასა და რუსების საჩუქრებით მოქრთამვას - რუსები უკვე დიდი ხანია ქართველებზე მდიდრები არიან, და ის დრო, როდესაც ერთი ყუთი ქართული ღვინით მოსკოვიდან თბილისში დეფიციტურ საქონელს პარტიებით ჩამოქონდათ, წარსულს ჩაბარდა. საკითხი რუსულ სულს შეეხება, რომელიც უცვლელი დარჩა, როგორც არ უნდა გამდიდრდეს რუსი! და იმისათვის, რომ ეს სული შეიმეცნო, რუსი გაიცნო, რომლის მზერაც უკიდეგანო სივრცეებს შეეჩვია და არა მთების ხილვას, როგორც ქართველის თვალი, ბავშვობიდან უნდა იკითხო პუშკინი, მოუსმინო ჩაიკოვსკის და ესტუმრო ტრეტიაკოვის გალერეას. ამას ვერ გაისიგრძეგანებ რამდენიმე თვეში, მაშინაც კი, თუ ჩვენს მინისტრებს, რეინტეგრაციისა თუ საგარეო საქმეთა, მოსკოვისა და პეტერბურგის მუზეუმებში, თეატრებში და საკონცერტო დარბაზებში ჩაკეტავ!

და შემდეგ ხდება სასწაული - რუსული კულტურის, რუსული მართლმადიდებლური სულის, ამ ქვეყნის უდიდესი და ტრაგიკული ისტორიის, დიდი პოეტებისა და ხუროთმოძღვრების, სარდლებისა და მუსიკოსების, მეცნიერებისა და ფერმწერების ქვეყნის შემეცნების შემდეგ, შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ რუსეთი! ”საქართველოს - სიყვარულით” - სწორედ ასე ერქვა მოსკოვის ლეგენდარული მერის ლუჟკოვის წიგნს საქართველოს შესახებ. და როდესაც რუსი იგრძნობს ქართველ თანამოსაუბრეში სიყვარულს მისი სამშობლოს, რუსეთისადმი, იგი გულს გაჩუქებთ! თუკი, რა თქმა უნდა, ის ნამდვილი რუსია და არა საქართველოზე შხამის მნთხეველი ფეისბუქის მომხმარებელი რუსული გვარით! და რაც უფრო ადრე მოვლენ რუსი და ქართველი ჩინოვნიკები ჩვენთან - იმ რუსებსა და ქართველებთან, აფხაზებსა და ოსებთან, ვინც იციან როგორ ესაუბრონ ერთმანეთს და შეთანხმდნენ - მით უკეთესი. ამისათვის აშშ – სა და ევროკავშირის სავალდებულო მონაწილეობით ოთხმხრივი ფორმატები საერთოდ არ არის საჭირო!

     რაც შეეხება უკრაინას, აქ პარადოქსია - მისთვის რუსეთთან ურთიერთობების დალაგება გაცილებით რთული იქნება, იმისდა მიუხედავად, რომ ის იგივე რუსეთია, კიევის რუსეთი; და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვიტავთ საქართველოსგან განსხვავებით. უკრაინა საქართველოსთან შედარებით უზარმაზარი ქვეყანაა, ამიტომ იქ ბევრად მეტი ფაშისტებიც არიან. ეს - პირველი. მეორე მიზეზი ის არის, რომ რუსები და ქართველები ყოველთვის მხარდამხარ იბრძოდნენ, ქართველებს არ უბრძოლიათ მტრის მხარეზე, როგორც უკრაინელ ბანდერელებსა და პოლიციელებს. მესამე - უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ღრმად დაქანცული კომედიანტია, რომელიც, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვერ მიაღწევს. ვერაგმა სააკაშვილმა უეჭველი იყნოსა, რომ უკრაინა ჩაფლულია ისეთი კორუფციისა და სხვა გადაუჭრელი პრობლემების ჭაობში, რომ მას ტერიტორიული განხეთქილება და ფინანსური დეფოლტი არ აცდება. სიტუაცია გართულებულია იმითაც, რომ დღეს რუსეთსაც ურთულესი პრობლემები აქვს ეკონომიკაში, ამიტომ საჩუქრებს მარჯვნივ და მარცხნივ ვეღარ გასცემს. კიევს მან ისედაც უამრავი რამ დაუთმო...

15.06.2020