უცხოეთი
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინაზე წვდომის უზრუნველსაყოფად დამატებით ფინანსები გამოიყოფა

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინაზე წვდომის უზრუნველსაყოფად დამატებით ფინანსები გამოიყოფა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„როდესაც საქმე გლობალურ პანდემიასთან ბრძოლას ეხება, „ჯერ მე-ს“ ადგილი არ არის. ევროპა კუნძული არ არის, ჩვენი ეკონომიკები მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის, არამედ მთელს მსოფლიოსთან გლობალური ვაჭრობის, მოგზაურობისა და თანამშრომლობის გზებით. ჩვენ 27 ივნისის გლობალური სამიტისთვის ვემზადებით. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, იქნებიან თუ არა ქვეყნები მზად, რომ ერთობლივი რესურსებით უზრუნველვყოთ ვაქცინების წინასწარ შეძენა და ამასთან ერთად უზრუნველყოთ ვაქცინებზე წვდომა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის“,- აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

1tv.ge