სამართალი
დააჩქარებს თუ არა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ევროპარლამენტის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დამტკიცებულია. დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს, რომელითაც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას მიმართავს ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში, სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შესთავაზონ თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია.

საუბარია ფინანსურ დახმარებაზეც, რომელსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნები კონკრეტული საჭიროებების მიხედვით მიიღებენ. ამასთან, დოკუმენტში დაგმობილია ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის უკანონო ქმედებებიც. რეზოლუციას მნიშვნელოვნად აფასებენ თბილისში.