სამართალი
ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 23 ივნისს 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 167 650 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.53%, საშუალო შეწონილი 8.668%, ხოლო მაქსიმალური 8.730% იყო.