უცხოეთი
„ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის განცხადება სოციალური ქსელის წესის დარღვევად მონიშნა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. „ტვიტერმა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება მონიშნა როგორც „სოციალური ქსელის წესების დარღვევა“.

საუბარია ტრამპის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ის ვაშინგტონში „ავტონომიური ზონის“ შექმნას არ დაუშვებს.

კომპანიის განმარტებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის ჩანაწერი სოციალური ქსელის წესებს არღვევს, რადგან გარკვეული ჯგუფისადმი მუქარას შეიცავს.

ამასთან, „ტვიტერს“ არ წაუშლია პრეზიდენტის განცხადება, რადგან „ის შესაძლოა, საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენდეს“.

ამასთან, მომხმარებლებს არ შეუძლიათ, შეაფასონ ან კომენტარი გაუკეთონ ტრამპის აღნიშნულ განცხადებას.

როგორც დონალდ ტრამპი წერს, თუ დემონსტრანტები ვაშინგტონში „ავტონომიური ზონის“ შექმნას ეცდებიან, მათ „სერიოზული ძალა“ დახვდებათ.

1tv.ge