აქტუალური
თუ „ვიზეარი“ ფრენას აუქმებს, მგზავრები ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ -ანდრას რადო

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. თუ „ვიზეარი“ ფრენას აუქმებს, მგზავრები ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ, – ამის შესახებ ავიაკომპანია ​„ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრს სამ არჩევანს ვთავაზობთ. ერთი ვარიანტი 100-პროცენტიანი ანაზღაურების მიღებაა, რითაც მგზავრები ბილეთის ფულს მთლიანად დაიბრუნებენ. მეორე არჩევანია – პირდაპირ მათ პროფილზე აიტვირთება „ვიზეარის“ კრედიტი, რომელიც 120-პროცენტიან ანაზღაურებას გულისხმობს. მგზავრებს შეუძლიათ, ეს კრედიტები მოგვიანებით გამოიყენონ. მესამე არჩევანი ფრენის გადაცვლაა. თუ „ვიზეარი“ ფრენას აუქმებს, მგზავრები ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა ანდრას რადომ.