სამართალი
საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში აქცია გაიმართა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები მოითხოვდნენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით გაიცემა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტს შეჩერდა.