საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0567 ლარი გახდა

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0567 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0567 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0568 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4247 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.4282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.