აქტუალური
საქსტატი - აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი, ინფლაციის დონემ -0.02 % შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების მატებამ 8.9% შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.4%), ისე – ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%).  

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 0.5%-ით შემცირდა, ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 1.1 %-ით გაიზარდა.