საზოგადოება
საქართველომ მხარი დაუჭირა ნაციონალისტ ნავალნის, რომელმაც ქართველებს "მღრღნელები" უწოდა!

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოც მიუერთდა.

საგარეო უწყების თქმით, „ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა“.

ცნობისათვის: როცა რუსეთის ჯარებმა საქართველოს შეუტიეს, ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მხარე დაიკავა. მან თავის ბლოგში ქართველებს («Грузин») „მღრღნელები“ («грызуны») უწოდა და რუსეთის ხელისუფლებას მიმართა აქტიურად დახმარებოდა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით. ალექსეი ნავალნის იმდროინდელი განცხადებით, „რუსეთმა საქართველოს სრული ბლოკადა უნდა დაუწესოს და საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან უნდა გააძევოს“.