უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, არჩევნები შესაძლოა, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ჩატარდეს.

„ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ საკონსტიტუციო რეფორმა, ამის შემდეგ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

1tv.ge