უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სულელი უწოდა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სულელი უწოდა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს კი მოუწოდა, კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო რიტორიკისთვის ბოდიში მოიხადოს.

საქმე ეხება ჰარისის განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ ის არ ენდობა ტრამპს, თუ პრეზიდენტი არჩევნებამდე იტყვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზადაა.

„ბაიდენი და მისი ძალიან ლიბერალური პარტნიორი კამალა ჰარისი, რომელიც ყველაზე ლიბერალური პიროვნებაა კონგრესში და ჩემი აზრით, არაკომპეტენტურია, დაანგრევენ ამ ქვეყანას და მის ეკონომიკას. მათ ბოდიში უნდა მოიხადონ უგუნური რიტორიკისთვის“, – განაცხდა ტრამპმა.

1tv.ge