უცხოეთი
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა დაკავებულია

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა დაკავებულია. ამის შესახებ ბელარუსის ადგილობრივი მედია იუწყება.

საკოორდინაციო საბჭოს შვიდი წევრიდან ახლა თავისუფალი მხოლოდ ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიეევიჩია.

ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს.

კავშირი გაწყდა ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრთან. მარია კოლესნიკოვა და საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ივან კრავცოვი 8 სექტემბერს დილით უკრაინის საზღვართან მიიყვანეს, თუმცა კოლესნიკოვამ ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა.

1tv.ge