აქტუალური
თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში კარანტინში მყოფ პაციენტებს სასტუმროებში უმკურნალებენ

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით, კარანტინში პაციენტების მკურნალობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უკვე განსაზღვრულია ის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ექიმები იხელმძღვანელებენ.

საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით, კარანტინში პაციენტების მკურნალობა. უკვე მიმდინარეობს ბათუმის საავადმყოფოდან სასტუმროში პაციენტების გადაყვანა. ჩვენ განვსაზღვრეთ გუშინ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. ამ შემთხვევაში იქნება შემდეგი მიდგომა – 65 წელზე ზემოთ პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში, ხოლო 18-დან 65 წლამდე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდინფექცია და ამავდროულად, არ აქვთ არანაირად თანმხლები ქრონიკული დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში“, – განაცხადა ტიკარაძემ.