სამართალი
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.