სამართალი
მთავრობამ 6 თვეში საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. 2020 წლის 6 თვეში მთავრობამ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. ამის შესახებ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის 2020 წლის 2 კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 622,817.0 ათასი ლარი, მათ შორის 454,327.1 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 168,490.0 ათასი ლარი - პროცენტის თანხას.

2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი 18,010.1 მლნ ლარია.