უცხოეთი
მინსკში, საპროტესტო აქციებზე 250 მონაწილე დააკავეს

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სახელწოდებით „გმირების მარში“, სამართალდამცავებმა სხვადასხვა რაიონში 250 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ დაკავებულები ახდენდნენ ისეთი პლაკატების, დროშებისა და სიმბოლოების დემონსტრირებას, რაც არ შეესაბამება დადგენილ წესებს და შეურაცხმყოფელია.

ბელარუსის შსს-ს მონაცემებით, პროტესტის მონაწილეთა საერთო რიცხვი 13 სექტემბერს 3 000-ს არ აღემატებოდა. მედიის ინფორმაციით, კი მინსკის ცენტრში შეკრებილთა რიცხვი 150 000-ს აჭარბებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ათეულობით ჯავშანტრანსპორტიორის მობილიზება მოხდა მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც პრეზიდენტის ერთ-ერთი სამუშაო რეზიდენცია მდებარეობს. შენობასთან განლაგდა წყლის ჭავლის მანქანები და პოლიციის ავტობუსები.

interpressnews.ge