აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1546 ლარი გახდა

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1546 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1546 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1308 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0238 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7521 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.7178 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0343 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.