რედაქტორისგან
სააკაშვილს სურს საქართველოში პატარა ყარაბახ–ბახ მოაწყოს! - არნო ხიდირბეგიშვილი

   ეროვნებათაშორისი კონფლიქტები დამანგრეველია მრავალეროვანი საქართველოსთვის, რადგან მათ მოსდევს სამხედრო მოქმედებები და ადამიანთა მსხვერპლი, ლტოლვილები, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დაკარგვა. ამიტომ, მაშინაც კი, თუკი ხვალ რუსეთი სამხედრო ბაზებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაიყვანს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ მიმართავს სამხედრო სცენარს პრობლემის გადასაჭრელად.

   საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთი და აზერბაიჯანი 1988 წლიდან, ყარაბაღში ომის დაწყების შემდეგ, მონოეთნიკური სახელმწიფოებია, ამიტომ მათ აქვთ "ფუფუნება", იბრძოლონ ფრონტებად, "კედელი-კედელზე". საქართველოში კი ნებისმიერი ეროვნებათაშორისი კონფლიქტი ხდება სახელმწიფოს შიგნით, რაც გაცილებით უფრო საშიშია. ეთნოსებს შორის კონფლიქტების პოტენციური საშიშროება განსაკუთრებით მაღალია, როდესაც ერთი არაავტოქტონური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ ერთ ტერიტორიაზე. საქართველოში ასეთი ოთხი ტერიტორიაა: აფხაზები – აფხაზეთში, ოსები – ცხინვალის რეგიონში, სომხები – სამცხე ჯავახეთში და აზერბაიჯანელები – ქვემო ქართლში.

ეროვნული უმცირესობები საქართველოში - პრობლემები და პერსპექტივები” - ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა ჩემი ბროშურა 2004 წელს. მაშინ მე "ლანგრით" მივართვი ახალ ხელისუფლებას მზა სახელმწიფო პროგრამა საქართველოს არაქართულ მოსახლეობასთან სამუშაოდ და, საქართველოს ყველა ეთნიკური დიასპორის ლიდერების პეტიციასთან ერთად, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილს თხოვნით მიმართეს, მოენდო მუშაობის ეს ფრონტი ჩემთვის, ადრესატსა და მის მეუღლეს აშშ–ის დამოუკიდებლობის დღეს თბილისში, სასტუმრო "მეტეხი პალასში" 2004 წლის 4 ივლისს ხელში გადავეცი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიშა სხვა მიზნებს ისახავდა და არა ერთი ძლიერი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და მისი წინამორბედის მიერ დაკარგული აფხაზეთის დაბრუნებას ...

   პირველ წიგნს მოჰყვა ათობით პუბლიკაცია ამ თემაზე, ინტერვიუები, სატელევიზიო გამოსვლები და საექსპერტკვლევები, მაგრამ დღეს ეს გამახსენდა არა ლამაზი სიტყვების გამო. რა თქმა უნდა, 1988 წლიდან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის ახალმა, უპრეცედენტო ფართომასშტაბიანმა ესკალაციამ მაიძულა დღეს ჩემს, და არა მხოლოდ, თანამემამულეებმივმართო.

   რომ არა სააკაშვილის ქმედებები 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსა და ქართველთა ისტორიული ტოლერანტობა დიდი ხნის შეტანილი იქნებოდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. არაქართველი ეროვნების (ეროვნულ უმცირესობები, ძალიან არ მომწონს ეს ტერმინი!) მოქალაქეები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, ტრადიციულად ენდობოდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ამიტომ ყოველთვის ხმას აძლევდნენ მმართველ პარტიას. არა დემოკრატიის დეფიციტი, არამედ საქართველოს – კავკასიის დედაქალაქის უნიკალური თვისებაა ამის მიზეზი, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის გასაგები როდია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.

   ახალი ხელისუფლების – "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ექს–მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ყოველი არჩევნების წინ ცდილობს დესტრუქციის პროვოცირება მოახდინოს ზემოხსენებული ოთხიდან ორ, ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ეროვნული უმცირესობებიკომპაქტურად დასახლებულ რეგიონში. ცდილობს რა დაუპირისპიროს ქართველები აზერბაიჯანელებს – ქვემო ქართლში, და სომხებსსამცხე ჯავახეთში, ნაცმოძრაობაიყენებს თავის აქტივისტებს - სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ ჩინოვნიკებს, განსაკუთრებით კი ძალოვანი სტრუქტურების ექს–თანამშრომლებს, ასევე აშკარა სეპარატისტებსა და დამნაშავეებს.

     საიდუმლო როდია, რომ საქართველოში შორის საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ მშვიდობიანად და თანხმობით მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებობს უსაქმურთა ჯგუფები, რომლებიც ფარულად სისინებენ: "ჯავახკი", "ბორჩალი", "არცა" და ა.შ., ცდილობენ რა ახალი სიცოცხლე შთაბერონ ამ მკვდარ ტოპონიმებს ... გარდა ამ სეპარატისტებისა, მიშა სააკაშვილი და მისი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყენებენ თავიანთ ერთგულ ხალხს - დამნაშავეებს, ამჟამინდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოებს, ესენი არიან სომეხი კონტრაბანდისტაბი სამცხე–ჯავახეთიდან და აზერბაიჯანელი ნარკომოვაჭრეები ქვემო ქართლიდან.

   საქართველოში არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა ინციდენტების გარეშე ამ რეგიონებში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, სადაც საქმე „ნაცმოძრაობისა“ და იმავე კლასტერის პარტიის - გიგბოკერიას „ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებულ და შსს–ს სპეცრაზმის მიერ აღკვეთილ მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტამდე და საარჩევნო უბნების დარბევამდეც კი მიდიოდა. ასეთი შეტაკება მოხდა გუშინ ქვემო ქართლში, სადაც ნაციონალ– სეპარატისტების ზურგს უკან დგას „ქართული ოცნებიდან“ გადაბარგებული ბოლნისის „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მილიონერი ოქრიაშვილი, PSP სააფთიაქო ქსელისა და კლინიკების მფლობელი (არ გამიკვირდება თუ აზერბაიჯანულ ელექტორატს უფასო მედიკამენტებითა და სამედიცინო გამოკვლევებით მოისყიდიან!). თანაც, პროვოკატორები ნაცმენების“ კარტს თამაშბენ იმ დროს, როდესაც ქართველები, გასაგები მიზეზების გამო, უკმაყოფილონი არიან შუასაუკუნეების ქართული სამონასტრო კომპლექსის დავით-გარეჯის გარშემო შექმნილი ვითარებით, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე აღმოჩნდა.

   არა, ეს პროვოკაციები, სავარაუდოდ, დღეს არ გაუვათ, მაგრამ ლეულს არის დამატებითი რისკის ფაქტორი. "ქართული ოცნების" რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელაც დღეს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის "დანის პირზე" გავლა უნდა შეეძლოს, აუცილებელია ეს გაფრთხილება ერთხელ მაინც გაისმასაქართველოში!

     საქმე ისაა, რომ ახალი ომი ყარაბაღში უცებ კი არ დაწყებულა, არამედ გარე ძალების მიერ იქნა პროვოცირებული, რომლის მიზანიცაა კავკასიის "დეფრაგმენტაცია" (ეს მათ ეროვნულ ინტერესებში შედის). ამ ძალას არ დავასახელებ, ათა, ღმერთმა ნუ ქნას, ამ ომიანობის დროს ტყუილუბრალოდ არავიდავადანაშაულო, ან მეტად არ გავაღიზიანო! მაგრამ ვფიქრობ, მკითხველს მომავალში ჩემსიტყვებხსენებს... აზერბაიჯანმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაწყვიტა ყარაბაღის დაბრუნება თურქეთის დახმარებით, თუმცა გამორიცხული არაა, ომი შეწყდეს მინსკის ჯგუფის ძირითადი წევრების - აშშ–ის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ზეწოლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მეზობელი ქვეყანა –- თურქეთი და ირანი, საქართველო და რუსეთი, ნებით თუ უნებლიედ, კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდება.

   თურქეთ, რომელმაც გამოაცხადა თეზისი "ერთი ხალხი - ორი სახელმწიფო", უეჭველად მოისურვებს სამხედრო დახმარების გაწევას აზერბაიჯანისთვის და ამისათვის „ყარს-ახალქალაქი-ბაქოს“ ახალი სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებას, რომელიც სომხებით დასახლებული სამცხე ჯავახეთის რეგიონზე გადის.

   რუსეთი უშუალოდ არ იომებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან - აზერბაიჯანსა და თურქეთთან, სანამ სამხედრო ოპერაციები არ გაცდება აუღიარებელი ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ფარგლებს. აი მაშინ კი იძულებული გახდება შეასრულოს თავისი ვალდებულებები კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) საფუძველზე - დაიცვას სომხეთის - ევრაზიული ეკონმიკური კავშირის (ЕАЭС) წევრ-ქვეყნის საზღვრები და ტერიტორია, როგორც კი საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღს ერთი მეტრითაც კი გაცდება! ამ შემთხვევაში რუსეთი მოითხოვს სატრანსპორტო დერეფანს სომხეთისკენ საქართველოს გავლით - საავტომობილო გზას – ზემო ლარსის, და სარკინიგზოს – აფხაზეთის გავლით (რუსეთს არ შეუძლია სომხეთის რესპუბლიკისგან მოითხოვოს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნება, რადგან ამ შემთხვევაში მან უარი უნდა თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და ისინი საქართველოდაბრუნოს).

   ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო, რომელსაც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ორივე მხრიდან ლტოლვილები შეესევიან. დესტრუქციულ ძალებსახელმწიფოში - მაგალითად, ოპოზიციას, სააკაშვილიხელმძღვანელობით, შეძლია დამატებით მოახდინოს კონფლიქტის პროვოცირება ადგილობრივ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რათა ისარგებლოარეულობებით და ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. სრულებითაც არ არის გამორიცხული, რომ შექმნილ ვითარებაში აშშ, თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ დარჩეს შავი ზღვის გეოსტრატეგიულ რეგიონში - სირიის შემდეგ ახალ „ცხელ წერტილში“ - იერიში მიიტანოს ირანზე, რითაც არაერთი წელია იმუქრება. რის შემდეგაც, მილიონობით აზერბაიჯანელი ლტოლვილი ირანიდან საქართველოს მოაწყდება.

     P.S. დაბეჯითებით ვურჩევ აშშ-ელჩს საქართველოში, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალწინასაარჩევნო პროცესს და გვაფრთხილებს რუსეთის კიბერჩარევის შესახებ, დაინტერესდეს ზემომოყვანილი გარემოებებით, ანუ ოპოზიციის მიერ ეროვნული უმცირესობების გამოყენებით თავის ვიწრო პარტიულ ინტერესებში. და მხოლოდ ამის შემდეგ აღშფოთდეს საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიშში მოყვანილი ზეწოლის აშკარა ფაქტებით ოპოზიციონერებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ დაშინებაზე”. პროვოკატორთა უფლებების დაცვა, რომლებიც ადანაშაულებენ საქართველოს შსს–ს უმოქმედობასა და ორმაგ სტანდარტებში მმართველიქართული ოცნებისსასარგებლოდ, ქართველი ამომრჩევლის აღშფოთებას იწვევს.

   შეუძლია თუ არა ღრმად პატივცემულ კელი დეგანს დაასახელოს მინიმუმ ერთი ქვეყანა მსოფლიოში, საქართველოს გარდა, სადაც სახალხო დამცველი იცავს არა ხალხს, არამედ მხოლოდ ოპოზიციას? და რატომ ფინანსდება სახალხო დამცველის აპარატი ერთსა და იმავე დროს სახელმწიფოს მიერ და საზღვარგარეთიდანაც? რატომ არის სახალხო დამცველის აპარატი დაკომპლექტებული მხოლოდ უმცირესობების - ეროვნული, რელიგიური, სექსუალურიწარმომადგენლებით, რომლებიც ქმნიან ამ ანგარიშებს, მაგრამ იქ არ არიან ქართველი მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის წარმომადგენლები?

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 29 სექტემბერი
საქართველო, თბილისი