აქტუალური
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მკაცრ პასუხს მიიღებს ულტიმატუმებზე, მათ შორის საზოგადოებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, მათი პასუხის არის ულტიმატუმი. მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ საზოგადოებას და პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ესაუბროს.

ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, კონსულტაციებისკენ, მათი პასუხის არის ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მკაცრ პასუხს მიიღებენ ასეთ ულტიმატუმებზე ყველასგან, მათ შორის საზოგადოებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამას მათ არავინ გაუტარებს. რაც შეეხება ულტიმატუმს, რომ ჯერ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და მერე დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არასწორი საუბარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ“, - განაცხადა კობახიძემ.