უცხოეთი
მთიან ყარაბაღში რუსულ-თურქული ზედამხედველობის ცენტრის შექმნის საკითხს 13 ნოემბერს განიხილავენ

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. 13 ნოემბერს რუსეთის დელეგაცია მთიან ყარაბაღში რუსულ-თურქული ზედამხედველობის ცენტრის შექმნის საკითხის განსახილველად თურქეთში ჩავა.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რუსეთის პოზიცია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით. პარასკევს თურქეთს რუსეთის დელეგაცია ეწვევა, რათა ზედამხედველობის ცენტრის შექმნის დეტალები განვიხილოთ,“ – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, თურქეთი კვლავ ჩაატარებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან. რუსულ-თურქული ცენტრის ზუსტი ადგილმდებარეობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შემდგომ განისაზღვრება.

1tv.ge