რელიგია
ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს ჩვენს ერთობას — მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში ჩავიდა და ანდრეი რუბლევის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებლის, დავით არსენიშვილის ყოველწლიურ პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.

ბალაშოვის პოსტის თანახმად, ყოველწლიურ პანაშვიდზე მიტროპოლიტმა ფაჩუაშვილმა განაცხადა:

"ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს ჩვენს ერთობას".

ბალაშოვი საკუთარ პოსტში აღნიშნავს, რომ პანაშვიდზე საეკლესიო პირები მღეროდნენ და ლოცულობდნენ ქართულ და სლავურ ენებზე. ამასთან, ბალაშოვმა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტთან შეხვედრისა და საერთო წირვა-ლოცვის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

On.ge