უცხოეთი
თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის ნებართვა გასცა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის ნებართვა გასცა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თურქეთის ეროვნულმა ასამბლეამ პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით, თურქი სამხედროები ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ თურქეთისა და რუსეთის ერთობლივ მონიტორინგის ცენტრში, რომელიც მთიან ყარაბაღში განთავსდება.

1tv.ge