უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. პრემიერის თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავი მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.

ამასთან, ფაშინიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა ძალის გამოყენებაზე უარი თქვან.

„დღეს მე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ შეიარაღებული ძალადობა მთავრობის ინსტრუმენტებს შორის არ იქნება. მოვუწოდებ ოპოზიციას იგივე ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რაც სომხეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემას გულისხმობს. ოპოზიცია მას ღალატში სდებს ბრალს.

interpressnews.ge