სამართალი
საქართველოში მოქრთამვის ბრალდებით გასამართლებული ორი ებრაელი ბიზნესმენის – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის ოჯახები რამდენიმე დღეში პრეზიდენტ სააკაშვილს მათი შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ 19 აპრილს განაცხადა ბიზნესმენების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაკავებულები ციხეში მოინახულა და მალე გათავისუფლება უსურვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 აპრილს ისრაელის მოქალაქეები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკიელი დამნაშავედ ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში და ფუქსს – შვიდწლიანი პატიმრობა, ხოლო ფრენკიელს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.