აქტუალური
22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრიდან ისევ ძალაშია

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრიდან ისევ ძალაშია.

შეზღუდვის წინა ორი დღის განმავლობაში გამონაკლისის სახით გაუქმება არჩევნების მეორე ტურს უკავშირდებოდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.