უცხოეთი
„დოიჩე ველე“ - ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია“.

„ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის ავტოკეფალურ ეკლესიაში ასევე აცხადებენ, რომ ბელარუსში ძალადობა ხორციელდება ქვეყნის აღმოსავლელი მეზობლის მხარდაჭერით, რომელიც თავს „მართლმადიდებელს" და "უფროს ძმას" უწოდებს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო კი მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის.

ამავე ინფორმაციით, ბელორუსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ბელორუსების რელიგიური ორგანიზაციაა, მაგრამ ბელორუსის ხელისუფლება უარს ამბობს მის რეგისტრაციაზე, რის გამოც მას არ შეუძლია მიიღოს კონსტანტინოპოლის კანონიკური ეკლესიის სტატუსი.

ბელორუსის გარდა, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლი ჰყავს აშშ - ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. საღმრთო მსახურება ბელორუსულ ენაზე ტარდება.

interpressnews.ge