რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ივანიშვილმა გაერთიანებულ ოპოზიციას ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩაუტარა, რომელშიც ის ჩაიჭრა!

   ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების არცერთ ლიდერს არ მოუპოვებია ისეთი სუფთა გამარჯვება ოპოზიციაზე, როგორც ბიძინა ივანიშვილ. გამარჯვება აბსოლუტური და უსისხლო, რაც მოწმობს უმაღლეს პოლიტიკურ კლასზე. საიდუმლო როდია, რომ სსრკ–ის ყოფილი რესპუბლიკების პრეზიდენტები განიცდიან მზარდ სირთულეებს სახელმწიფოს მართვაში. გარედან მართული ოპოზიციები ხელისუფლებისკენ ისწრაფვიან "ფერადი" სახელმწიფო გადატრიალებების გზით, რომლებიც დემოკრატიის სახელით ლგბტ დროშის ფერებშია შეღებილი. დღეს მათ მიიღეს პრაქტიკული სახელმძღვანელო მილიარდერისგან, რომელმაც პირველი გამოცდილება რუსეთში ”ველური კაპიტალიზმის” ეპოქაში მიიღო. პატარა ქართულ სოფელში, მოკრძალებული მშრომელების ოჯახში დაბადებულმა ქართველმა, მოსკოვში არა მხოლოდ არ დაიკარგა, არამედ შექმნა მძლავრი ფინანსური ბერკეტები, რომელთა წყალობითაც სერიოზული გავლენა მოახდინა რუსეთის პოლიტიკასა და ბიზნესზე. ეს ფაქტორი არ გაითვალისწინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებულმა, პროვინციული ამბიციებით შეპყრობილმა ოპოზიციამ, რის შედეგადაც იძულებული გახდა, 11 დეკემბერს კავკასიაში მისი უდიდებულესობა რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვლის სასახლის ბაღში უპირობო კაპიტულაციაზე ხელი მოეწერა.

   მთავარი, რაც მოახერხა ივანიშვილმა, ესაა "ოპოზიციის" და "დასავლეთის" ცნებების გამიჯვნა, თანაც, მის მიერ აპრობირებული ტექნოლოგიებით, ხმაურიანი მამხილებელი ტელეგამოსვლების გარეშე, როგორც ამას, მაგალითად, სააკაშვილი გააკეთებდა.სააკაშვილი და ნაცმოძრაობა“ ტოლია ამერიკას, ევროკავშირსა და ნატო" - მოსახლეობის ცნობიერებაში ჩანერგილი სტერეოტიპი შენარჩუნდა ოპოზიციაში მათი გადასვლის შემდეგაც. 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი ელოდა მომენტს სასიკვდილო დარტყმისთვის, რომლის შემდეგაც მტერი ვეღარ ადგებოდა! და დღეს ეს მომენტი დადგა.

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დასავლეთმა - აშშ–ის, ევროკავშირის და ყველა დასავლეთის ქვეყნის ელჩების, საერთაშორისო დამკვირვებლების, PACE–სა და ნატოს ხელმძღვანელობის სახით - აღიარა როგორც კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. ოპოზიციამ მოიპოვა 60 მანდატიდან 150–დან, რამაც დასავლეთის წინასაარჩევნო მოლოდინებს გადააჭარბა, ამიტომ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორები - აშშ და ევროკავშირის ელჩები დიდხანს და წარუმატებლად სთხოვდნენ ოპოზიციას გონს მოსვლასა და პარლამენტში შესვლას. ფინალში ივანიშვილი "გრადუსს უმატებს" და შემდეგ ლოგიკას სთავაზობს: არჩევნების ანულირება მოვახდინოთ, რადგან ოპოზიციამ მეტი ხმა მიიღო? იქნებ დააზუსტონ - რამდენად მეტი მათი გათვლებით? ”. ეიფორიაში მყოფი ოპოზიცია ამას „ჭამს“ და თავის კალკულაციას ასაჯაროებს, რასაც მოსდევს კობახიძის ბრიფინგი - ის აჯამებს ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ციფრებს. ჯამში გამოდის, ომ ოპოზიციამ მიიღო ზუსტად ხმათა 100 პროცენტ, ხოლო ხმათა თითქმის 50 პროცენტით გამარჯვებულმა "ოცნებამ" - არცერთი!

   თავლაფდასხმულმა ოპოზიციამ პასუხი ვერ გასცა და ივანიშვილმაც განაგრძო: ახალი არჩევნები ჩავატაროთ? კი, ბატონო! მაგრამ ამისათვის საჭიროა ფაქტები, რომ უკვე ჩატარებული არჩევნები გაყალბდა, - აცხადებს იგივე კობახიძე უნაკლო ლოგიკით და სთავაზობს ოპოზიციას თავად გადაამოწმოს ათასობით უბნებიდან ოქმები და ვიდეოჩანაწერ. აქაოდა, თუ დარღვევები 1 პროცენტზე მეტი, ახალი არჩევნები ჩატარდება! ოპოზიცია სამარცხვინოდ უარყოფს ამ წინადადებას, მისივე ამომრჩევლის გაკვირვებისა და დასავლელი ელჩების შეცბუნების მიუხედავად.

   და კულმინაცია – საქართველოში ერთერთმა მთავარმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა აღიარა, რომ მის მიერ პარალელურად დათვლილი ხმები, რის საფუძველზეც გაერთიანებული ოპოზიცია 2,45 - პროცენტიან ცდომილებაზე ყვიროდა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვდა, მცდარი აღმოჩნდა!

   და აი აქ ოპოზიციას, რომელმიც დასავლეთის მხარდაჭერას ვერ ეღირსა, ნერვებმა უმტყუნა და ის კრიტიკის ქარცეცხლში ფასილიტატორები კომუნისტური პროპაგანდის ტრადიციებში გაატარა! აქაოდა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები თავად არიან გარეული გაყალბებაში და ამიტომაც მთელი ძალ უჭერენ მხარს მმართველ პარტიას! აშშისა და ევროკავშირის ელჩებს პირადი მეგობრობა აკავშირებთქართული ოცნების“ „სახეებთან“, რომლებთან ერთადაცპიკნიკებზედადიან! აშშ არ არის საქართველოს უფროსი ძმა, საქართველო არ არის აშშ- კოლონია! ჩვენ მონები არ ვართ, ეს სირცხვილია! დიპლომატია მე -19 საუკუნის მკვდარი პროდუქტია, დღეს ყველაფერს ხალხი წყვეტს! ”და ა.შ. შედეგად, შოკირებული და შეურაცხყოფილი ელჩები საბოლოოდ იმედგაცრუებულნი რჩებიან ოპოზიციით და მისი მისამართით ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ.

   ქართულ ოპოზიციას ღირსება რომ ჰქონდეს, ყოველივე ამის შემდეგ სირცხვილი თავს ტუალეტში ჩამოიხრჩობდა! პარლამენტის შენობასთან ხმაურიანად დაანონსებული სირცხვილის დერეფნების მოწყობაც კი ოპოზიციამ ვერ მოახერხა! სახტად დარჩენილმა ოპოზიციამ დროულად არ შეისმინა ვოლსკის უამრავი მინიშნება, რომ ივანიშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას კი არ სთხოვდა, ოთხი წლით კომფორტულ ცხოვრებას სთავაზობდა! ახლა კი ყველა დეპუტატს, ვინც პარლამენტში მუშაობა არ მოისურვა, შეუწყდებაგა მანდატი - ხელფასები და პარტიების დაფინანსებაც! ივანიშვილი ბიზნესმენია, ამიტომ იცის მთავარი წესი - ფულს მუშაობაში უხდიან, მუშაობაში უნდა გადაიხადო, ხოლო ვინ არ მუშაობს - მისთვის ფულის გადახდა არ შეიძლება, რადგან ეს შენს საწინააღმდეგოდ შემოგიბრუნდება! 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას ქართველი ხალხის ფულით ინახავდა, ხოლო ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების დამხობას ცდილობდა - განა ასე არ არის?!

ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში არჩევნების გაყალბების აღიარებულ ლიდერს - "ნაცმოძრაობა" - რეგისტრაცია საერთოდ შეუწყდება, როგორც საქართველოს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წანააღმდეგ განხორციელებული მასობრივი დანაშაულების, ხელისუფლების დამხობის მრავალი მცდელობის და ასევე, როგორც ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელ პარტიას, რომლის ლიდერი პატიმრობამისჯილი და ძებნაში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ამით ივანიშვილი, ბოლოსდაბოლოს დაასრულებს 2012 წლიდან ქართველი ხალხის მის მიმართ მთავარ მოთხოვნას - სამართლიანობის აღდგენა!

ბანკმა ხაზარაძემ ასევე ვერ გააცნობიერა, რომ ორი გზა ჰქონდა: ან პარლამენტისკენ, ან ციხისკენ. გასულ კვირას ტელეკომპანია „იმედმა“ შემთხვევით როდი გვაჩვენა დოკუმენტური ფილმი, საიდანაც შევიტყვეთ, რომ სააკაშვილის კარის ბანკირი ხაზარაძე არა მხოლოდ დიდი თაღლითია, რომელმაც დრაკონული პროცენტებით გაძარცვა საქართველოს მოსახლეობას და საუკუნის თაღლითობის - ანაკლიის კონსორციუმის ორგანიზატორი, არამედ საშიში დამნაშავეც, რომელთანაც ღამით ციხეებიდან მიჰყავდათ ბორკილებიანი ბიზნესმენები ქონების "ნებაყოფლობით" გადასაფორმებლად. ამგვარად ხაზარაძე ითვისებდა ამ უბედურების უძრავ ქონებასა და ბიზნესს, ხოლო სააკაშვილი გამოსასყიდს იღებდა!

     სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი - დროა აღარ ეშინოდეს სიმართლის თქმის და რუსეთის პარალელურად მოძრაობის მაგივრად დაიწყო მასთან დიალოგი და მოლაპარაკებები, რაც სულაც არ ნიშნავს დათმობა ან რაღაცის აღიარება - ივანიშვილმა გვაჩვენა, რომ მას აბსოლუტურად არ სჭირდება რუსეთთან მოხალისე მომლაპარაკებლები - საქართველო სახელმწიფო დონეზე დაიწყებს რუსეთთან საუბარს დიპლომატიური რესურსების გამოყენებით და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით.

დასასრულ - თუ რას ფიქრობს ხალხი ერთპარტიულ პარლამენტზე, რომელიც უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ერთპარტიული აღარ იქნება. მაგრამ თუნდაც იყოს, განა სააკაშვილის რეჟიმის პარლამენტები 2004 წლიდან 2012 წლამდე ერთპარტიული არ იყო?! ვინ იღებდა იქ გადაწყვეტილებებს „ნაცმოძრაობის“ გარდა?! და თუნდაც გასული - მეცხრე მოწვევის პარლამენტი, განა ისიც დე-ფაქტო ერთპარტიული არ იყო?! რას აკეთებდა იქ, ყველა კანონპროექტის საბოტაჟის გარდა, ოპოზიცია, რომელიც ბოლო დროს სხდომებზე არ გამოჩენილა?! რეგულარულად მხოლოდ ფულს იღებდა! და თუნდაც ემუშავა, განა პასუხს მაინც მმართველ პარტიას არ სთხოვდნენ?! და განა ხალხი მუდმივად არ წუწუნებდა - აქაოდა, რაში სჭირდება პატარა საქართველოს 150 დეპუტატი, რომელთა უმეტესობაც საქმოსანია და არა კანონმდებელი?! რას განიცდიდნენ დაღუპულთა და დამცირებულთა ნათესავები ყოველ ჯერზე, ოპოზიციის სადეპუტატო სავარძლებში მკვლელებისა და ყაჩაღების ხილვისას?!

   სინამდვილეში კი, ქართველ ხალხს დღეს პარლამენტი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს - მთავარია კორონავირუსით, შიმშილითა და სიცივით არ მოკვდეს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 14 დეკემბერი
საქართველო, თბილისი