სამართალი
ირმა ინაშვილი - მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობას მივიღებთ

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მის პარტიას ელჩებთან ინდივიდუალურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია.

ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.

„ყველა რაუნდში მონაწილეობდა ჩვენი პარტია და ძალიან აქტიურად. ველით მეხუთე რაუნდს. ჩვენი ინფორმაციით, იანვარში უნდა დაინიშნოს ეს რაუნდი და ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება. ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუ არ შეთანხმდება, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აგრძელებს ბრძოლას და საქმიანობას, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ინაშვილმა.