პოლიტიკა
როგორც დღეს, 26 აპრილს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განმარტა, დელეგაციას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ უხელმძღვანელებს.ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი მიიღებენ მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ამერიკული დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდეს.