სამართალი
გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ სახანძრო-სამაშველო რაზმის გაგრის შტაბის ხელმძღვანელმა დავით ბგანბამ განუცხადა.

„ხანძრები ჯერ არ ჩამქრალა, რადგან ეს არის ტყის მასივი - დიდი ტერიტორია. თუმცა, საცხოვრებლ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, მხოლოდ ცოტა შეამცირა გავრცელების სიჩქარე“, - განაცხადა ბგანბამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, დაახლოებით, ეს 100 ჰექტარია.

ამჟამად ხანძარია გაგრაში, კერძოდ მამზიშხას მთაზე, ყველა დანარჩენ ადგილზე კი ჩამქრალია.