სამართალი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა, ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია [ვიდეო]

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია (ვიდეო იხ. აქ).

სოფლის მოსახლეობისა და ადგილზე ჩასული მოქალაქეების დაშორიშორებას სამართალდამცველები ცდილობდნენ.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

სოფელში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამბობენ, რომ ბუკნარის მიმდებარედ რამდენიმე მეჩეთია და სახლის მეჩეთად გადაკეთება დაუშვებელი. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

გუშინ სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.