საზოგადოება
15-მდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი მთავრობას მიმართავს

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. 15-მდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი კრიზისიდან გამოსვლის ინიციატივით გამოდის და მთავრობას მიმართავს. ინიციატივის თანახმად, ეპიდემიოლოგთა მირ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად და წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას.

მათ შორის განცხადებაში საუბარია, ტრანსპორტის ამუშავებაზე, საავიაციო კომუნიკაციის აღდგენზე და სარესტორნო ბიზნესის განახლებაზე რეგულაციების შესაბამისად. ასევე, როგორც ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლები ამბობენ, უნდა ამუშავდეს სასტუმროები და მოლები.

მათი თქმით, შეზღუდვების გამო არაერთი დარგი გაკოტრდა. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება, სწორედ ამიტომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ბიზნეს სექტორის ამუშავება არის.

განცხადებას 15-მდე ბიზნეს სუბიექტი აწერს ხელს. განცხადებას უერთდებიან სამთო სათხილამურო კურორტებზე მოქმედი ბიზნეს ოპერატორებიც.