აქტუალური
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად მამუკა მდინარაზე აირჩიეს

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

პოლიტიკური საბჭოს ახალმა შემადგენლობამ პარტიის სამდივნო აირჩია:

გენერალური მდივანი - კახა კალაძე;

აღმასრულებელი მდივანი - მამუკა მდინარაძე;

პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი;

საერთაშორისო მდივანი - კახაბერ კუჭავა;

რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე.

პოლიტიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.