სამართალი
თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს. არსებული ინფორმაციით, ორი შეიარაღებული პირი სუპერმარკეტში შეიჭრა, თუმცა ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცველები და თავდამსხმელები დააკავეს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტყობინება შემოვიდა, რომ ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტ „სპარში“ შესული იყო ორი პირი. ისინი იყვნენ შეიარაღებული. შეტყობინების შესვლისთანავე, საპატრულო ეკიპაჟი მყისიერად მივიდა ადგილზე. გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ლაშა ჯოხაძემ.