სამართალი
ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართება

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

გასული წლის დეკემბერში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.