აქტუალური
უკრაინის პრემიერი - გვინდა დავეწიოთ საქართველოს და MAP-ი ერთად მივიღოთ

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საქართველოსთან ერთად მიღება სურს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება დენის შმიგალმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამ დროისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენს მოკლევადიან სტრატეგიას წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება წარმოადგენს. ჩვენ გვინდა, დავეწიოთ საქართველოს და მივიღოთ საქართველოსთან ერთად MAP-და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვგრძნობ, რომ ჩვენი შეხვედრა არის საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიმბოლური ნიშანი, რომელიც კარგ მუხტს და კარგ იმედს გვაძლევს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.