სამართალი
სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ორი პირი დააკავეს

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცავებმა „ქარული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულებიდან ერთი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებითაა დაკავებული.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, შსს-ს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტების აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც მმართველი გუნდის ლიდერებმა პარტიის ოფისი დატოვეს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მონა“, რის შემდეგაც პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.