აქტუალური
Fitch-მა საქართველოს საკრეტიდო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად დატოვა

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა BB დონეზე, ნეგატიური პროგნოზით, ვინაიდან კორონავირუსის პანდემია ქვეყნის დიდწილად ტურიზმზე დამოკიდებული მცირე და ღია ეკონომიკის მკვეთრ კლებას იწვევს.

სარეიტინგო კომპანიამ 12 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოში გატარებული „თანმიმდევრული და სანდო“ პოლიტიკა“ შოკების მიმართ ქვეყნის შედარებით მდგრადობას უზრუნველყოფს.

Fitch-მა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ფისკალურ კონსოლიდაციას 2022 წლიდან დაიწყებს, ვინაიდან ქვეყნის სახელმწიფო ვალი 2019-დან 2020 წლამდე 20%-ით გაიზარდა და მშპ-ს 60.4%-ს მიაღწია.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს 5.8%-ით გაიზრდება.

ეკონომიკის გაჯანსაღებას ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა აფერხებს და ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის 30%-იანი შემოსავალი [ტურიზმის სფეროდან] 2022 წელს 80%-მდე გაიზრდება“, – განაცხადა კომპანიამ.

საქართველომ იგივე რეიტინგი ნეგატიური პროგნოზით უკვე მეორედ შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად საკრედიტო კომპანიამ 2020 წლის აპრილში ქვეყნის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურით“ შეცვალა. მაშინ კომპანიამ აღნიშნა, რომ განახლებული რეიტინგი საქართველოზე კორონავირუსის პანდემიის გავლენას ასახავს.