აქტუალური
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე ესტუმრა

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ესტუმრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რა დროსაც განხილული იქნა შვედეთთან, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ენ ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

ენ ლინდე საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 2020 წელს ესტუმრა.