სამართალი
ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.