სამართალი
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ვინაობა ცნობილია

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

კომისიის წევრები მმართველი გუნდიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

კომისია გასულ კვირას შეიქმნა, მას საქმიანობისთვის სამი თვე ექნება.