სამართალი
ასტრაზენეკათი ვაქცინაციაზე ქართველი ექიმების უარის შემდეგ, უფროსი ასაკისთვის აკრძალული ვაქცინით საქართველოში ხანდახმულებს აცრიან!

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში. კერძოდ კი, 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ, 25 რიცხვის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჯგუფებში, რომელიც გაფართოვდა, ასევე შედიან მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარები და პერსონალი.

„ისინიც შეურთდებიან ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ტიკარაძის განმარტებით, თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც ჯანდაცვის სფეროს აქვს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს.

„შესაბამისად, ყველა ვაქცინა იქნება თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი“, – დასძინა ტიკარაძემ.