სამართალი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა. ცვლილებები 29 მარტის ბიუროს სხდომაზე ინიცირდება. კონსტიტუციური პროექტით, ერთი მხრივ, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება. მეორე მხრივ კი, ფრაქციის დაკომპლექტების წესი იცვლება.

კერძოდ, ფრაქციის შექმნა 7 დეპუტატის ნაცვლად, 4 დეპუტატს შეეძლება. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა. ცვლილებებთან დაკავშირებით, გუშინ 13:00 საათზე გაიმართა შალვა პაპუაშვილისა და ლევან იოსელიანის პრესკონფერენცია.