პუბლიკაციები
პუტინს საქართველოსთან ხიდების დაწვა არ უნდა - არნო ხიდირბეგიშვილი

     …„ქართულ ოცნებას“, ასევე, როგორცნაცმოძრაობას“, ჰყავს უამრავი აგიტატორი და არც ერთი ანალიტიკოსი! ანალიტიკოსი აგიტატორი არ უნდა იყოს და პროპაგანდისტის შაბლონური ლოზუნგებით არ უნდა მეტყველებდეს, ანალიტიკოსი ანალიტიკურ წერილებს უნდა წერდეს და არა ტელეკომენტარებს იძლეოდეს.

„ქართულ ოცნებას“ ანალიტიკოსი რომ ყოლოდა, ურჩევდა მის ლიდერებს, ამ დიდი გამარჯვების - სააკაშვილი-ბოკერია-ნათელაშვილის ჩახდის მერე, მათი დადანაშაულება რუსეთუმეობაში და რუსეთის ინტერესების გატარებაში შეწყვიტონ. ამაში ახალი მაინც არაფერია, მაგრამ ერთი საქმეა, როცა ამას დიდი ხანია ფაქტების ანალიზის საფუძველზე ხიდირბეგიშვილი წერს, და მეორე - როცა ამას ხელისუფლება დეკლარირებს! ამიტომ ნუ დაწვრილმანდებით, იყავით ლაღები, როგორც შარლ მიშელი, და დარბაისლურად მოიქეცით, როგორც ეკადრება ქვეყნის მბრძანებლებს, რომლებსაც დღეს მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა აღუთქვა - აშშ-მა, ევროკავშირმა და მეზობელმა ქვეყნებმა.

   და კიდევ: ვისაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება მართლა გსურთ, იქნებ ცოტა ხანს მაინც რუსეთს მტერი და ოკუპანტი არ დაუძახოთ, ხომ ხედავთ - პუტინს საქართველოსთან ხიდების დაწვა არ უნდა!

საქინფორმი- მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

24 აპრილი 2021 წელი
საქართველო, თბილისი